შპს N1 სკოლის
ინგლისური ენის პედაგოგის ელენე კინწურაშვილის "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" ტრენინგის
რეფლექსია
2018
წლის 26 ივნისიდანდან 10 ივლისის ჩათვლით დავესწარი ტრენინგს ისტის ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო პროცესში. აღნიშნული ტრენინგი იყო ძალიან პროდუქტიული, მრავალმხრივი და ნამდვილად
შეიცავდა სასარგებლო ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული წინსვლისთვის.
ტრენინგის
მიმდინარეობის მანძილზე ვიმუშავეთ ისეთ ინსტუმენტებზე როგორიც იყო Word, Power Point, Excel. გავაკეთეთ სხვადასხვა სავარჯიშოები აღნიშნულ პროგრამებში,
რაც იყო ძალიან სასარგებლო და მრავლისმომცემი პირადად ჩემთვის. ასევე გავეცანით ბლოგის
მუშაობის პრინციპებს, შევქმენით ბლოგი, განვათავსეთ მასზე ჩვენი პორთფოლიო და დავამატეთ
სხვადასხვა საინფორმაციო ელემენტები. ვფიქრობ ტრენინგის ეს ნაწილი იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული.
ტრენინგის
მანძილზე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების შექმნაზე. ტრენერისგან მივიღეთ პრაქტიკული
რჩევები და რეკომენდაციები. გავეცანით ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს გაკვეთილის
დაგეგმვის, პრეზენტაციების ეფექტურად წარმართვის, შეფასების რუბრიკის შექმნის და სასწავლო
პროექტების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული
ტრენინგის გავლის შედეგად გავეცანი ძალიან ბევრ საინტერესო ვებ გვერდს, შევქმენი ელექტრონული
სასწავლო რესურსები რომლებიც დამეხმარება სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებასა და
გაუმჯობესებაში. ასევე საგრძნობლად გაუმჯობესდა ჩემი ისტ-უნარები და რაც ყველაზე მთავარია
გამიჩნდა სურვილი უფრო ღრმად ჩავეძიო და განვავრცო ჩემი ცოდნა ისტის ინსტუმენტების
შესასწავლად და მათ უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად საგაკვეთილო პროცესში.
No comments:
Post a Comment