Thursday, 5 July 2018

გაკვეთილის გეგმა


     ინგლისური ენის მასწავლებლის ელენე კინწურაშვილის  გაკვეთილის გეგმა
1. გაკვეთილის თემა
ევროპის ქვეყნები და მათი გამოჩენილი ადამიანები
2. სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო საფეხური, 9-ე კლასი
3. მოსწავლეთა რაოდენობა
6

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
კლასში განსაკუთრებული  საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
ფაქტობრივი ინფორმაციის გაცნობა,მოსმენის,კითხვის, საუბრის და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
1.     გამოწვევის ფაზა. მასწავლებელი იყენებს გონებრივი იერიშის მეთოდს და სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანა. მოსწავლეები ასახელებენ ქვეყნებს ხოლო მასწავლებელი ავსებს დაფაზე დახაზულ დიაგრამას.  2წთ.


Europian countries
 






 



2.     მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ  1გამოჩენილი ადამიანი მათ მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან.                                                2წთ.
3.     ამის შემდეგ კი მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და მიზანს.                2წთ.
4.     მოსწავლეები ნახავენ 3.29-3.29 წუთიან ვიდეო რგოლებს გერმანიისა და საფრანგეთის შესახებ.
 მასწავლებელი  თითოეულ მოსწავლეს ურიგებს წინასწარ მომზადებულ ფურცელს სადაც მოსცავლეებმა უნდა შეასრულონ დავალება სწორი/ტყუილი (True / False). დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები რიგრიგობით კითხულობენ და განიხილავენ აღნიშნულ ინფორმაციას, რის მეშვეობითაც მასწავლებელი ამოწმებს რამდენად გასაგები იყო ვიდეორგოლებში არსებული ინფორმაცია მოსწავლეებისთვის.                            15წთ.
5.     მასწავლებელი ჯგუფს ყოფს 2 ჯგუფად და ორივე ჯგუფს აძლევს სხვადასხვა ტექსტს გამოჩენილი გერმანელი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი და გამოჩენილი ფრანგი სარა ბერნარდი. (დანართი1, დანართი 2) მოსწავლეები ეცნობიან ტექსტებს და ამზადებენ პრაზენტაციას ამ ადამიანებზე.                       15წთ
6.     მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს გაავლონ პარალელები ვიდეორგოლებსა და ტექსტებს შორის. ამის შემდეგ ის აჯამებს ინფორმაციას დამაზუსტებელი კითხვებით.                           6წთ
7.     მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს მომდევნო გაკვეთილისტვის მოიძიონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო სხვა ევროპული ქვეყნის და მისი ცნობილი ადამიანის შესახებ.                               2წთ.

9. შეფასება
შეფასდება მოსწავლეების ჩართულობა, ტექსტის გააზრება და პრეზენტაცია.
შეფასების მეთოდი: დაკვირვება ჩანიშვნებით, განმავითარებელი უკუკავშირი.

10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ხდება მთელ კლასთან მუშაობა, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები
მიუთითეთ ის კომპიუტერული პროგრამები (მაგ. OpenOffice.Org Presentation, OpenOffice.Org spreadsheet, gimp, და სხვა.. ), ვებ-გვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები (Flickr.com, maps.google.com, earth.google.com, wikipedia…), რომლებსაც იყენებთ თქვენ და მოსწავლეები გაკვეთილისთვის.

შენიშვნა: საგაკვეთილო გეგმა უნდა შეივსოს ქართულ ენაზე. თუ გაკვეთილი უკავშირდება ენების სწავლების შედეგებს, სასწავლო მასალები (სავარჯიშოები, ტესტები და სხვ.) წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ენაზე, რომლის სწალებაც მიმდინარეობს.






No comments:

Post a Comment